ჯანდარის ტბა (აზერ. Candargöl) — ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75 მ, მაქსიმალური სიღრმე 7,2 მ. ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აქ განვითარებულია ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად ლელი და ლაქაში. ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. XX საუკუნის 60-იან წლებში იქთიოლოგმა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი. იგი საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა მტკვრის...
Read moreThe lake is stunning. Very nice. Just please lets take trash with us . Keep the...
Read moreUnusual plaje, one coast is Azerbaijan, another one...
Read more