მოდინახე ან მოდიმნახეს ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით.ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა. 1830-იან წლებში ციხე სანახევროდ დანგრეული იყო. ციხეზე იდგა ორი ძველი კულევრინი. შემორჩენილი იყო კედლების ნაწილი და შვიდი კოშკი. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე. მოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა 1967-1975 წლებში ქართველი მკვლევარი ხელმძღვანელები შალვა ამირანაშვილი და ჯურხა ნადირაძე 3 ეპოქის ნამოსახლარს: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი საფეხურის (ძვ. წ. XXV-XX სს.), გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VII სს.) და ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. VI-V სს.) დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. მოდინახეს ციხე გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილობრივი კერამიკა. გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.). ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას. ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული...
Read moreგადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა. 1830-იან წლებში ციხე სანახევროდ დანგრეული იყო. ციხეზე იდგა ორი ძველი კულევრინი. შემორჩენილი იყო კედლების ნაწილი და შვიდი კოშკი. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და...
Read moreВ этот раз моя дорога лежала в Западную Грузию , далеко и высоко в горы , через захватывающие пейзажи этой волшебной страны . Благодаря большой гвардии настоящих джигитов мы были окружены заботой , вниманием , любовью и пребывали в полной безопасности .
Огромное спасибо Вам , наша дорогая гвардия мужчин . Mamuka Gorduladze за предоставление комфортной машины , Каха Сохадзе за прокладывание маршрутов , постоянный контроль и беспокойство о нас , Гоче за мастерское управление , заботу и приятную компанию , Ushangi Dumbadze за вклад в наши удовольствия и за реализацию желаний , Кахе за радость , танцы , прекрасное настроение , песни , тарбуку и невероятно вкусное вино - Усахэлоури , которое поразило меня в самое сердце и стало флагманом .
Мы с Наташенькой Natalia Lazovsky уверенно продвигались в сторону города Сачхере , который находится в регионе Имерети , а именно в Крепость Модинахи , что переводится с грузинского , как - « иди и посмотри » .
Сама крепость сильно разрушена . Когда она была построена — не очень известно . Какое-то время служила , как резиденция для князей Церетели . Крепость интересна , как смотровая площадка с невероятным видом и как историческое место.
В крепость можно попасть по очень извилистому серпантину, который начинается на окраине Сачхере. Подниматься туда долго и немного утомительно . Но все неудобства стоят того , что бы перед вами открылся великолепный вид - весь город Сачхере и всю долину Квирилы. От красоты просто захватывает дух . Наблюдая этот великолепный пейзаж я четко поняла почему у этой крепости такое название . Именно ! ИДИ...
Read more