ზედაზნის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის - ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა). მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა. 1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება, ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვ. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. 1915-1922 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). საბჭოთა პერიოდში 1938 და 1970-71 წლებში მონასტერს ჩაუტარდა გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი და ციხის სხვა ნაშთები. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი...
Read moreI visited Zedazeni Monastery and it was a great experience. The hike (or drive) up is no joke. But once you’re at the top, the view of Tbilisi is absolutely worth it. You get this wide, peaceful look over the whole city that just makes you want to stop and take it in for a while. Definitely worth the effort.
The monastery itself is quiet and serene. Nothing too flashy, but beautiful in a calm, grounded way. There’s a sense of history and stillness up there that’s hard to find elsewhere.
If you take the time to explore, there are some lowkey spots and a pathway that you can follow leading down into the treeline. A bit sketchy but all went well.
All in all, I’d definitely recommend it for anyone looking to get out of the city for a few hours. Zedazeni is a great option if you’re looking to escape the city for a few hours and get some fresh air. It’s not overly crowded, and the combination of history, nature, and views makes it a special spot. Just make sure to bring water, and definitely take a camera. I’d absolutely recommend it to anyone visiting the...
Read moreZedazeni Monastery (Georgian: ზედაზნის მონასტერი) is a Georgian Orthodox monastery, located on the Zedazeni mountain the hills of Saguramo, northeast to Mtskheta and to the east side of the Aragvi River. ზედაზნის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის — ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მიქაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა...
Read more