ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით. ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში,. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე. უფრო მეტიც, კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმის მიხედვით, დაცული ტერიტორიები მოიცავენ კავკასიის ეკორეგიონს 56 უპირატესი არეალიდან ერთ-ერთის (№27) მნიშვნელოვან ნაწილს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა (ტერიტორიის 75%). აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების (Picea) და ფიჭვნარების (Pinus) მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კავკასიური სოჭი (Abies nordmanianna) და კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana). ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა (Quercus iberica) და რცხილა ჭარბობს (Carpinus caucasica), ზედა სარტყლებში – წიფელი (Fagus orientalis); ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი (Castanea sativa) და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც (Betula litwinowii). საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macra№thera), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra). ტიპური ტენიანი კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მესამეული რელიქტური სახეობებიდან გვხვდება ბუჩქები – შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron flavium), წყავი (Laurocerasus officinalis), ჭყორი (Ilex aquifolium), ასევე კოლხური სურო (Hedera colchica) და სხვა. დაცული ტერიტორიების მდებარეობამ ირანულ-ანატოლიური ეკორეგიონების ზღვარზე, გამოიწვია მისი სამხრეთული სახეობებით სიმდიდრე, როგორიცაა: კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ხუჭუჭა მაჩიტა (Campanula crispa), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო (Papaver pseudoorientalis) და სხვ. ტყე და მაღალმთა განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. მნიშვნელოვანი სახეობებია კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რობერტის მემინდვრია (Chinomys roberti). დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), გიგანტური მეღამურა (nyctalus lasiopterus); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური წავი (Lutra lutra), თეთრკუდა არწივი (Haliaeetus albicilla), სვავი (Aegypius monachus), მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის კაკაჩა (Buteo rufinus), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), კავკასიური როჭო და სხვ. ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus), მგელი (Canis lupus), ტყის კატა (Felis silvestris). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია...
Read moreA national forest, with tall trees canopying the paths, filled by several flowers, valleys, viewpoints and pure nature
There are many ways to reach the forest. You can go by hiking, horses, buggy or a jeep, chose carefully. There are some paths but those are tricky and if not experienced, self driving is not advisable. There are many vehicles and horses to rent down, and the guides offer two options, a short one - 1.30 to 2 hours, or the longer one- 5-6 hours. If you are going on the longer one like us, (we chose a Rubicon jeep), I’d suggest you take some food and ample of water. There is one makeshift restaurant near the big lake, but not much choices.
The path and the forest is beyond words. This time of the year, the flowers are blooming, a bit humid, yet once you reach the top, it’s breezy. Though they said we may encounter wild life’s, we did not. There are a couple of authentic villages- one is abandoned, the other one is only used in summer. Check that places too. Also carry a bug repellent
If you love safari’s you will love...
Read moreDo not be afraid to leave the comfort of the town and surrounding walking paths. We just loved St Andrews trail. You can see all the different parts and types of nature of the whole huge NP during 3 or 4 days only. Unlike in case of burned Lomitsma the shelters on the way are ok and several new ones added so no need to carry a tent if you pay for the stay at the Borjomi NP office in advance. If you don't like the crowds in Borjomi park or in Svaneti try this lovely different part of Georgia. We met only one couple at the beginning and than no one during the whole trip so you can have the mountains to yourself as much as you wish even in the full season. Just take enough food and watch for the water in summer. It can become a real problem for more than 20 km and you may need to change your journey to get some. The trail must be beautiful at the beginning of June as well when all the rhododendrons...
Read more