The Church of St. George of Ilori ( Georgian: ილორის წმ. გიორგის ეკლესია) is a Medieval, originally Georgian Orthodox Church in the village of Ilori, in the Ochamchira District of Abkhazia Georgia. The Church was built in the first quarter of the 11th century, and represents one of the most important sites of western Georgian architecture. It is also considered one of the more significant religious locations of Medieval western Georgia. The building has a single-nave design!
ილორის წმიდა გიორგის ეკლესია - აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ზღვის კიდეზედ... არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა... უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული.” ილორის წმ. გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, იმდროინდელი ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოხდენილი პროპორციებით. იგი აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით სხვადასხვა დროინდელი მინაშენები აქვს. ეკლესიას კარები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ხოლო შიდა სივრცე განათებულია ექვსი სარკმლით. ეკლესია მოხატული ყოფილა ფრესკებით. უკანასკნელ ხანებამდე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა. ტაძრის ლაპიდარულ წარწერებში ადგილობრივი საერო და საეკლესიო ხელისუფალნი იხსენიებიან. მთავარეპისკოპოსი გიორგი, როგორც ჩანს ბედიელი მღვდელმთავარია, ხოლო გიორგი გურგენის ძე – ადგილობრივი დიდებული, რომელიც ტაძრის მშენებლობაში გაწეული ქტიტორული ღვაწლისათვის სავედრებელ წარწერაშია მოხსენიებული; გიორგი ქოჩოლავა კი – ამ ტაძრის მღვდელმსახური. საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ამ წარწერების ამომკვეთიც ერთი და იგივე პირი ჩანს. ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად საქართველოს ისტორიის კვლევისათვის ილორის წმ. გიორგის ეკლესია შუა საუკუნეებში ბედიის ეპარქიაში შედიოდა. ეპარქია მდ. დადისწყალსა (ამჟ. მდ. ოქუმისწყალი) და მდ. მოქვისწყალს შორის ტერიტორიას მოიცავდა. ილორის წმ. გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. დიდხანს ის ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს წარმოადგენდა. ამ ტაძარში იყო დაცული ბედიის ბარძიმი (X ს.) და სხვა საეკლესიო სიწმინდეები.
ილორის წმიდა გიორგის ეკლესია. დასავლეთი ფასადის სარკმელი
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრესი სარწმუნოებრივი რელიკვია წმ. გიორგის ხატი იყო. ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი საომარ სამოსელში, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაშია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს. წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან ოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-1582 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა – წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ...
Read moreAbkhazia is Georgia! Ilori is Georgia! The Church of St. George of Ilori is located in the village of Ilori, Ochamchire district, Abkhazia Ilori St. St. George's Church was built in the first quarter of the 11th century in the Odisha Kingdom. The church is of the hall type, with elegant proportions characteristic of the Georgian architecture of that time. It is a single-nave building finished with an apse, with annexes of different eras to the north, south and west.The church has doors from the west and south, while the interior is lit by six windows. The church was painted with frescoes. Until recently, five Georgian lapidary inscriptions (carved on stone) were preserved on the stone slabs on the eastern façade...
Read moreИлорский храм - это место для молитвы. Просмотрела много отзывов от хороших до плохих.
Хочется спросить у тех кто пишет плохие....
Вы как у себя дома приветствуете не очень званных гостей? Рады, когда к вам в дом заходят в "грязной" обуви, с негативом и тд. Больше чем уверена - вы не рады таким гостям
Аналогично, в каждом храме есть канонические устои (правила). Для удобства каждого и есть эьи таблички....
Да, в нечистоте Женщинам можно только в притворе находиться.
Да, Архимандрит Сергий очень строгий, здесь правило действует - с какими мыслями, намерениями и грехами идёшь и есть ли в твоём сердце раскаяние.
Да, строг! Нашу сущность и гордость только строгостью и нужно смирить. Поэтому не пишите про возомнения себя настоятелем - Богом. Вы глубоко заблуждаетесь. Архимандрит Сергей любит всех приходящих, молящихся и кого смирить нужно - смирит. Молитвинник и воин Божий.
Благодать в храме! Вы только зайдите вдохните запах, помолитесь, все вопросы сами решаться!
Место удивительное, намоленное
Всем Божьего...
Read more