მანგლისის სიონი
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება. ძეგლზე თვალნათლივ განირჩევა ორი სამშენებლო ფენა. პირველი - მარტივი ტეტრაკონქის (ტეტრაკონქი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპია, რომლის გეგმის საფუძველს აფსიდებით შედგენილი ჯვარი წარმოადგენს) გეგმის მქონე ტაძარია, რომელიც გარედან რვაწახნაგა მოხაზულობაში ეწერებოდა და გუმბათით იყო გადახურული. სავარაუდოდ, პირველი ფენა სწორედ ვახტანგ გორგასლის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტაძრებს შორის მანგლისი უადრესი ნიმუშია, ამიტომ მისი დეტალები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის ხუროთმოძღვრების განვითარების თვალსაზრისით. VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. ისტორიული წყაროები მანგლისის შესახებ XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე ხანამდე დუმან. გიორგი I-ის (1014-1027 წ.წ.) მეფობის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები (რომლებითაც დღემდე მოაღწია) განიცადა XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივითა და ადგილობრივი რუსული პოლკის ოფიცრების მცდელობით. დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. მართალია ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი...
Read moreI obviously don't have a proper appreciation for Georgian architecture because I thought this place was about as good as others of the same era. Not worth an almost 5 star rating. Georgians seem to rate everything 5 stars so almost impossible to use Google reviews to decide what is good or bad. We went on a cloudy day and the muddy drive is not possible on that day unless you have 4 wheel drive. The drive from the main highway takes an additional 30 minutes. I love Georgia but this place...
Read moreThis stunning 7th century cathedral is not only a wonderful example of Georgian sacral architecture but also a fantastic orientation point if you plan to hike in Algeti National Park. I really recommend visiting especially in Spring and Autumn when the surrounding nature looks...
Read more