კუს ტბა შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ადგილობრივებისათვის თბილისში. კუს ტბა მთაწმინდის პარკის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.
რატომ უნდა მოინახულო კუს ტბა თუ კი რომელიმე ქართველს შეეკითხებით სად შეიძლება დატკბეთ სუფთა ჰაერითა და სეირნობით, მოემზადეთ თქვენი მომდევნო მოგზაურობისათვის კუს ტბაზე. კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორ მანძილზე მდებარეობს და აქ მოხვედრა რამდენიმე წუთში შეიძლება.
გაქვთ ზედმეტი თავისუფალი დრო? სულ რაღაც ორი საათიც კი იქნება საკმარისი ადგილის მოსანახულებლად. კუს ტბა მშვიდი და მყუდრო რეკრეაციული ადგილია, რომელიც მეგობრულ აურას ქმნის, სადაც სხვადასხვა სახის აქტივოვებით შეიძლება დაკავდე. შთამბეჭდავი მთის ხედი და ატმოსფერო, რომელიც ჰარმონიით აგავსებთ მალევე შეგიყვარდებათ. თუ დაიღალე და გსურს დროებით მშვიდ გარემოში განმარტოება, კუს ტბა მშვენიერი ადგილია ამისათვის.
არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მარტო ხარ თუ არა, შენი ხასიათის შესაფერისს ადგილს უდავოდ აღმოაჩენ. ნებისმიერ კაფეში შეიძლება გქონდეს განტვირთვის საათი ან კუს ტბის მიმდებარე მინდორზე ისამოვნო ხედით. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად იდეალური ადგილია. ტბის ირგვლივ სასეირნო ბილიკია, რომელიც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძისაა.
ბოლო დროს კუს ტბა პოპულარული ადგილი გახდა ტურისტებს შორის. და რა თქმა უნდა, ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზეზი თუ რატომაც უნდა მოინახულო კუს ტბა.
კაფეები კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
ქალაქური ცხოვრებისგან განტვირთვის მისაღებად კუს ტბა პატარა და ამავდროულად, კარგი ადგილია. ტბის ირგვლივ რამდენიმე მყუდრო კაფეა. მართალია, ფასები ცოტა ძვირია თუმცა დროს სასიამოვნოდ გაატერებთ, მეგობრებთან ან მეგობრების გარეშეც. ყავის მოყვარულებს უეჭველად უყვართ ირგვლივ კაფეში დროის გატარება, რადგანაც აქვეა რამდენიმე ყავის მაღაზია და ბარიც. თუ კი დისტანციურად მუშაობ და მოგზაურობ ერთდროულად, მაშინ შეარჩიე სასურველი კაფე, მოკალათდი, და მყუდრო სამუშაო გარემო ბუნების შემოგარენში გარანტირებულად გექნება. მოითხოვე Wi-Fi-ს პაროლი,რომელიც მუშაობის პერიოდში გამოგადგება.
აქტივობები კუს ტბის ირგვლივ
ალბათ გაინტერესებს რა სახის აქტივობებით შეიძლება დაკავდე კუს ტბაზე, რომ შენმა დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს.
გაინტერესებს სად შეიძლება ირბინო თბილისში? პირველი, თუ სეირნობისა და სირბილის მოყვარული ხარ საღამოობით, ტბის გარშემო არსებულ დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის გზაზე შეიძლება დაკავდე. მეორე, კუს ტბა ხშირად მასპინძლობს განსხვავებულ ფესტივალებსა და კონცერტებს.
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სათამაშო მოედანია, და შეგეძლება სპორტულ აქტივობებშიც მიიღო მონაწილეობა. კუს ტბაზე ტურისტები ხშირად ქირაობენ წყლის ველოსიპედებს და ტკბებიან ატმოსფეროთი.
რა გზა არსებობს კუს ტბაზე წასასვლელად ალბათ, ეს შენი პირველი მცდელობაა კუს ტბაზე წასასვლელად და მე შევეცდები საუკეთესო ვარიანტი შემოგთავაზო თუ როგორ ახვიდე კუს ტბაზე.
კუს ტბის საბაგირო
საბაგირო საუკეთესო ვარიანტია თუ გსურს ნაკლებ ბიუჯეტიანი, მოკლე და საინტერესო მგზავრობა. საბაგირო ვაკის პარკში მდებარეობს და კუს ტბაზე მოხვედრა სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი. ღირებულება დაახლოებით ერთი ან ორი ლარია.
ტაქსი
ადგილობრივებს, რომელთაც მანქანის ქონის შესაძლებლობა აქვთ ხშირად სტუმრობენ კუს ტბას. თუმცა ზოგიერთი მათგანი ტაქსით სარგებლობს, კუს ტბაზე ასასვლელად. ტაქსით მგზავრობა კარგი არჩევანია, თუმცა შედარებით ძრივი საშუალებაა.
ფეხით ასვლა გორაკზე
ეს გზაც შესაძლებელია კუს ტბაზე ასასვლელად გამოიყენო თუ სათაგადასავლო გამოცდილების მოყვარული ხარ და ფიზიკური საშუალებაც ხელს გიწყობს. თუ ფეხით გადაწყვეტ ასვლას შესაძლოა დაიღალო, მაგრამ ქალაქის დაუვიწყარი ხედებით დატკბები.
როდის არის კარგი დრო კუს ტბაზე წასასვლელად? თბილისში ყოველ ზაფხულს სიცხეა და რა თქმა უნდა, ეს სეზონი კუს ტბის სანახავად რეკომენდირებულია. უამრავი აქტივობა იმართება ზაფხულობით კუს ტბაზე და დარწმუნებული ვარ, თითოეული დილა თუ საღამო სასიამოვნო იქნება დროის...
Read moreScenic and Relaxing Spot – Worth a Visit
We visited this place three weeks ago and had a great experience. You can reach the top of the hill either by car or cable car. There are only two cable cars, so you might have to wait a while, but the ride is very affordable at just 2 Lari.
Once at the top, the view of the city is stunning! The area around the lake is peaceful, with seating areas to relax and beautiful greenery. There are also ducks by the lake, adding to the natural charm.
We noticed a few restaurants, though we didn’t try them. Many people were there to relax, jog along the mountain roads, and enjoy the fresh air.
During our visit in winter, the lake was frozen, so boat activities were unavailable, but I imagine it would be fun in warmer months.
Overall, it's a nice place to visit with family for a relaxing and scenic outing. Definitely...
Read moreTurtle Lake is located on the wooded northern slope of Mtatsminda Mount at elevation of 686.7 m above sea level and fed by a small river Varazis-Khevi, a tributary to the Mtkvari (Kura). The area of surface is 0.034 km², while the catchment area is 0.4 km². Maximal depth is 2.6 m. The Turtle Lake area is designed as a recreational zone and is frequented by the Tbilisians on weekends. It is also a place where festivals and concerts are held. It can be reached either via a road or an aerial tramway leading from Tbilisi’s Vake Municipality - this began operating once more in October 2016, is open from 8:00 until 22:00 and costs 1 lari in each direction. West to the lake is the Open Air Museum of Ethnography, a large exhibition of Georgia’s folk...
Read more