The Mikheil Khergiani Historic House Museum is not only dedicated to the legendary Georgian alpinist but also serves as a fascinating ethnographic window into traditional Svan life. It is located in Mestia, in the heart of Svaneti, and combines both history and culture in one authentic setting. The museum is housed in a preserved Svan dwelling, which allows visitors to see how local families lived centuries ago – simple stone walls, wooden interiors, and the traditional defensive tower that is so iconic of the region. Climbing up the tower is possible, and from the top you can enjoy breathtaking views over Mestia and the surrounding mountains.
The museum provides a wealth of information about Mikheil Khergiani, often called the “Tiger of the Cliffs,” who was one of the most accomplished Georgian alpinists of the Soviet era. There are many exhibits about his life, achievements, and tragic early death. You will also find a large collection of Soviet-era mountaineering equipment, photographs, and memorabilia that give insight into the history of alpinism in Georgia and beyond.
Entrance is paid and currently costs 10 GEL, which is very reasonable for the experience. However, there are a few practical things to note: there is no toilet on-site, parking is available but can be limited if there are many visitors, and there are no foreign-language guides. Despite these small inconveniences, the museum is well worth visiting for anyone interested in Georgian history, mountain culture, or simply experiencing an authentic Svan home and tower. It is a unique and memorable part of any...
Read moreმიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი - ქართველი ალპინისტის, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში, სვანეთი. მემორიალური სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში 1985 წელს მოეწყო.
მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები: სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები - მათ შორის ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, და სხვა.
ბიოგრაფია მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი დაიბადა 1932 წლის 20 მარტს. მისი ნათლობის სახელი იყო ჩხუმლიანი. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა: „სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივცემულოდ დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი — ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ“.
მიშა ბავშვობიდან მთების სიყვარულში იზრდებოდა. მამა ალპინისტი იყო, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის აღტაცებულ ამბებს ისმენდა. და თავადაც იქით მიიწევდა — დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.
მიხეილ ხერგიანი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. მან რთული კლდოვანი მარშრუტების სასწაული სისწრაფით გავლის უნარისათვის ინგლისელი მთამსვლელებისგან წოდება „კლდის ვეფხვი“ დაიმსახურა.
ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ხერგიანის დაღუპვა
1969 წელს მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალებზე რამდენიმე ეფექტური დალაშქვრის მიზნით. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. მასთან ერთად მოსკოველი ალპინისტი ვიაჩესლავ ონიშჩენკო იყო. პირველი ხერგიანი მიდიოდა. ერთ მომენტში ხერგიანი მოწყდა და დიდი ლოდების გროვასთან ერთად დაბლა ეცემოდა. ონიშჩენკო კლდის მეორე მხარეს იყო და მოწყვეტის მომენტი არ დაუნახავს. საშინელი ხმაურისა და ყვირილის ხმის გაგონებისას, მოემზადა იმისათვის, რომ თოკი მოწყდებოდა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ თოკი დაჭიმული აღარ არის. თოკი ქვებმა გადაჭრეს, რომლებიც ხერგიანთან ერთად მოწყდა.
ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა. ალპინისტის სხეული საშინლად დასახიჩრებული იყო. მიხეილის მამამ შვილის ამოცნობა მხოლოდ ქამრით შეძლო. ალპინისტი კი მხოლოდ 37 წლის იყო. სახლის ზედა ნაწილში, კლდის მსგავს კედელზე, ინახება ის ავბედითი თოკი, წითელი ფერის.
1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი...
Read moreVisiting the Mikheil Khergiani Museum was an awe-inspiring experience that I will never forget! The museum beautifully preserves the legacy of the legendary alpinist Mikheil Khergiani, and every corner is filled with his remarkable history and accomplishments.
What made the visit truly exceptional was the guide – Mikheil’s own nephew! He is an extraordinary individual who passionately and wholeheartedly shares his uncle’s story with visitors. His deep knowledge, heartfelt delivery, and personal connection to Mikheil made the tour feel incredibly special.
I left the museum deeply moved and inspired, not only by Mikheil Khergiani’s heroic life but also by the genuine warmth and dedication of his family in keeping his memory alive. This museum is a must-see for anyone visiting Mestia – it’s an experience you’ll carry with...
Read more