სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. აქ მოხვედრა მესტიიდან ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო. ზაფხულში მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო არ მუშაობს და ავტომობილით მოგიწევთ მისვლა კურორტზე. ზამთარში გზა იწმინდება და აქ მოხვედრა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით თუ იგი მომზადებულია თოვლზე სასიარულოდ. აქ მოხვედრას ასევე მარტივად შეძლებთ ტაქსით, რომელსაც მესტიის ცენტრში მარტივად დაიქირავებთ.
სასრიალო ტრასები კურორტზე მოქმედებს 4 საბაგირო, რომელიც მოთხილამურეებს 10:00 დან 17:00 საათამდე ემსახურება:
საბაგირო ჰაწვალი აკავშირებს მესტიას კურორტ ჰაწვალთან, იგი სტარტს იღებს მესტიაში, ზღვის დონიდან 1428 მეტრზე და ადის 1898 მეტრზე. სლალომი და ბიგელი მცირე ზომის საბაგიროებია, რომლებიც დამწყებთათვის არის გათვლილი. ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობენ. იგი 4 ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის. ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს:
დამწყები მოთხილამურეებისთვის ფუნქციონირებს ორი საბაგირო: სლალომი და ბიგელი. მათი მეშვეობით შესაძლებელია სრიალი მოკლე (550 მეტრი), დამწყებებისთვის განკუთვნილ ტრასებზე. საშუალო დონის და პროფესიონალ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო ზურულდით და დაეშვან რთულ ან საშუალო დონის ტრასებზე. რაც შეეხება თავგადასავლების მოყვარულ ექსტრემალებს, მათ შეუძლიათ ხშირ ტყეში, ძალიან ციცაბო ფერდებზე მოსინჯონ საკუთარი ძალები. ასევე საკმაოდ საინტერესოა საბაგიროს ქვეშ სრიალი სადაც უამრავ ბუნებრივ დაბრკოლებას შეხვდებით.
აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასა მესტიაში არ ბრუნდება და თუ ექსტრემალი არ ხართ კურორტიდან უკან დაბრუნება ისევ საბაგიროთი მოგიწევთ.
ჰაწვალზე ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და ხშირად იმართება...
Read moreMestia is a highland townlet in northwest Georgia, at an elevation of 1,500 metres (4,921 feet) in the Caucasus Mountains. There is a young, but developing ski resort here, named Hatsvali, with great infrastructure and huge opportunities for freeriding and skiing. The resort has one chairlift that serves the three runs, and the vertical drop of the resort is 482 meters. At the top there is a restaurant where you can enjoy the view of Ushba, Tetnuldi and all the other magnificent...
Read moreGreat in summer for views and in winter for skiing. Go to the top and stop at the ski lodge for a cup of tea and a bite to eat, before heading on the path going left.
This takes you on a wonderful walk which results in tremendous views from both sides of the path. You can continue to walk back to the bottom of the ski lift or you can double back to get the vertigo inducing experience as your ticket is...
Read more